Uncategorized

ერეკლე გაგნიძე კახა კალაძეზე: მუხლჩაუხრელად შრომობდა დედაქალაქის ნამდვილ ევროპულ ქალაქად ქცევისთვის. ამ კაცს არ ჰყავს ალტერნატივა, ამ კაცის ერთადერთი ოპონენტია ქალაქის პრობლემები, რომელთა მინიმიზაციისთვის უდიდესი შრომა გასწია

მუხლჩაუხრელად შრომობდა დედაქალაქის ნამდვილ ევროპულ ქალაქად ქცევისთვის. ამ კაცს არ ჰყავს ოპონენტი მიმდინარე წინასაარჩევნო მარათონში, არც ვინმეა მისი ალტერნატივა, ამ კაცის ერთადერთი ოპონენტია ქალაქის პრობლემები, რომელთა მინიმიზაციისთვის გასული წლების მანძილზე უდიდესი შრომა გასწია, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ერეკლე გაგნიძე კახა კალაძესთან დაკავშირებით.

როგორც ის აღნიშნავს, სლოგანი ,,მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ ყველაზე უკეთ გამოხატავს საქართველოს დღევანდელობას

„კახა კალაძე – თბილისის მოქმედი და მომავალი მერი, რომელიც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდა დედაქალაქის ნამდვილ ევროპულ ქალაქად ქცევისთვის. ამ კაცს არ ჰყავს ოპონენტი მიმდინარე წინასაარჩევნო მარათონში, არც ვინმეა მისი ალტერნატივა, ამ კაცის ერთადერთი ოპონენტია ქალაქის პრობლემები, რომელთა მინიმიზაციისთვის გასული წლების მანძილზე უდიდესი შრომა გასწია.

სლოგანი ,,მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ ყველაზე უკეთ გამოხატავს საქართველოს დღევანდელობას. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელსაც უამრავი სკვერი, ბევრი ფიტნეს-ზონა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, დახვეწილი საბავშვო ბაღები და ფართო გამწვანება ამშვენებს – ამ ყველაფრის შემოქმედი კახა კალაძეა, ხოლო გუნდი, რომელსაც ის წარმოადგენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს ხალხამდე სიკეთის მიტანის შესაძლებლობა უჩნდება.

გუშინ გაიხსნა ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც თბილისში, ყველა საქმეში ჩემპიონი კახა კალაძე ჩაუდგა სათავეში. ეს იქნება ბრძოლა არა რომელიმე კანდიდატის ან პარტიის გამარჯვებისთვის, არამედ თბილისის გამარჯვებისთვის.

თბილისი კი მეტ სიკეთეს, განვითარებას და რეგიონული ჰაბის ისტორიულ ფუნქციას მხოლოდ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში შეინარჩუნებს!“, – წერს ერეკლე გაგნიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა