აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთთან კავშირში მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას დანაშაული უწოდა.
ტრამპის თქმით, ყველამ, ვინც მას რუსეთთან კავშირში სდებდა ბრალს, მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს.
„რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“ – ამის მისტიფიკაცია უკვე ეჭვგარეშეა. ყველა ფაქტი სახეზეა, შავით თეთრზე. ეს ამერიკის ისტორიაში უდიდესი სკანდალია. ამ დანაშაულის ჩამდენებმა მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ. მსგავსი ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box