„მაინც მერამდენედ უნდა იქნას გამოჭერილი ტყუილში მამუკა ხაზარაძე, რომ მიხვდეს ან მიახვედრონ – პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის. შეუძლებელია ევროპულობაზე პრეტენზიას აცხადებდე, პოლიტიკოსის რანგში ამდენს ტყუოდე და პოლიტიკაში მყოფი გადასახადების გადახდას თავს არიდებდე. ადრე ამის გამო დასავლეთში პოლიტიკოსები უბრალოდ პოლიტიკიდან ირიყებოდნენ და არახელჩამორთმევადი ხდებოდნენ. თუმცა, დღეს იქაც ხუჭავენ თვალს რაღაცეებზე – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, გულუბრყვილო ადამიანიც კი არ დაიჯერებს, რომ ხაზარაძემ თურმე ეხლა აღმოაჩინა ხარვეზი და გადაიხადა გადასახადები. მან ეს გააკეთა მას შემდეგ რაც კუდზე ფეხი დააჭირეს, ატყდა ხმაური და საგადასახადომ დაიწყო შემოწმება.
„მაინც მერამდენედ უნდა იქნას გამოჭერილი ტყუილში მამუკა ხაზარაძე, რომ მიხვდეს ან მიახვედრონ – პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის. შეუძლებელია ევროპულობაზე პრეტენზიას აცხადებდე პოლიტიკოსის რანგში ამდენს ტყუოდე და პოლიტიკაში მყოფი გადასახადების გადახდას თავს არიდებდე. ადრე ამის გამო დასავლეთში პოლიტიკოსები უბრალოდ პოლიტიკიდან ირიყებოდნენ და არახელჩამორთმევადი ხდებოდნენ. თუმცა, დღეს იქაც ხუჭავენ თვალს რაღაცეებზე. ჰოდა ხაზარაძემაც იფიქრა….. გულუბრყვილო ადამიანიც კი არ დაიჯერებს, რომ ხაზარაძემ თურმე ეხლა აღმოაჩინა ხარვეზი და გადაიხადა გადასახადები. მან ეს გააკეთა მხოლოდ მას შემდეგ რაც კუდზე ფეხი დააჭირეს, ატყდა ხმაური და საგადასახადომ დაიწყო შემოწმება. ის ფაქტი, რომ გუშინ მიმართა ხაზარაძის ოჯახმა საჯარო რეესტრს ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნით, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე – აქამდე არ არსებობდა არანაირი კონტრაქტი და დიდი ეჭვი ჩნდება ხომ აი იყო ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში გერმანიის ელჩთან, რომელიც მის ერთერთ სახლს ქირაობს. ინტერესით დაველოდები გამოძიების დასრულებას და თუ ეს ყოველივე დადასტურდა, საქართველოში პირველი და აქამდე არნახული სკანდალის მოწმენი გავხდებით.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.