პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვის, ვის და ხაზარაძეს, გამოცდილ ბანკირს, გამორჩა გადასახადი, დაავიწყდა კონტრაქტი – საქმე ძალიან საეჭვო კორიფციულ გარიგებაშია, პოლიტიკური დივიდენდებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ გერმანიის ელჩი სამარცხვინოდ უფასოდ ცხოვრობდა ოპოზიციონერი „პოლიტიკოსის“ სახლში

ვის, ვის და ხაზარაძეს, ასეთ გამოცდილ ბანკირს, გამორჩა გადასახადი, დაავიწყდა კონტრაქტი, თან თუ საქმე ბინას,სახლს და რაიმე ფულს შეეხებოდა, დაუჯერებელიცაა და გამორიცხულიც, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

ნიკოლეიშვილის თქმით, საქმე ეხება საეჭვო კორუფციულ გარიგებას გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერსა და მამუკა ხაზარაძეს შორის.

„ხაზარაძესა და გერმანიის ელჩს შორის, რომ ბინძური გარიგებაა, საფუძველიანი ეჭვი ნამდვილად არსებობს. მას მერე, რაც საგადსახადომ დაიწყო შემოწმება, ხაზარაძემ არიქა და ეს როგორ დამავიწდაო და სასწრაფოდ გადაიხადა დავალიანება. გუშინვე მის მეუღლე მიმართავს საჯარო რეესტრს და კონტრაქტის რეგისტრაციის მოთხოვნით, ე.ი. მანამდე ხელშეკრულება არ არსებობდა. ვის ვის და ხაზარაძეს ასეთ გამოცდილ ბანკირს, გამორჩა გადასახადი, დაავიწყდა კონტრაქტი, თან თუ საქმე ბინას,სახლს და რაიმე ფულს შეეხებოდა, დაუჯერებელიცაა და გამორიცხულიც. საქმე ძალიან საეჭვო კორიფციულ გარიგებაშია, პოლიტიკური დივიდენდებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ გერმანიის ელჩი ფიშერი სამარცხვინოდ და თავხედურად უფასოდ ცხოვრობდა ოპოზიციონერი „პოლიტიკოსის“ სახლში. ხაზარაძიდან ფინანსური მაქინაციები არავის უკვირს, მაგრამ ელჩის ამ საქციელს როგორ გაამართლებს და შეაფასებს თავად გერმანიის მთავრობა, ნამდვილად საინტერესო მოსასმენი იქნება“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა