პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: დარეული არიან ერთმანეთს, ხოცვა-ჟლეტაზე არიან გადასული, ივანიშვილმა ყველას დაანახა- დღეს ჩემთან ხარ და ხვალ შემიძლია, დაგჭმუჭნო და ნაგავში გადაგაგდო… ახლა გვაქვს შესაძლებლობა, დავამხოთ ეს რეჟიმი მშვიდობიანად, ჩემი შეთავაზება 200 ათასზე ძალაშია

მმართველ პარტიაში მიმდინარეობს რღვევა, დაშლის პროცესი, ამას ვერ უარყოფენ. ამბობენ, რომ მათთან დაპირისპირებული არიან ყოფილი პრემიერი, სუს-ის უფროსი, შს მინისტრი… ეს არის რღვევა, ჩამოშლა. დღეს რომ პარტიის შიდა კვლევა ჩაატარონ, მდინარაძე და კობახიძე 10%-ს ვერ აიღებენ. აბსოლუტურად ურეპუტაციო ხალხია,-ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ტვ-ფორმულას ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ოცნება იდგა ღარიბაშვილზე, გომელაურზე, ლილუაშვილზე, რიჟვაძეზე…

„ოცნების შიგნითაც კი, კობახიძე და მდინარაძე არაფერს წარმოადგენენ და ეს იციან მათ შორის მათ, ვინც დღეს წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“. კობახიძეს კომპლექსები აქვს, იცის, რომ მას არავინ აღიარებს ლიდერად. მდინარაძე რომ არავინ არ იყო საერთოდ, ეს მან ჩემზე უკეთესად იცის. წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ იდგა ღარიბაშვილზე, გომელაურზე, ლილუაშვილზე, იგივე რიჟვაძეზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო აჭარის ხელმძღვანელი და ამ კაცს რა გაუკეთეს,- კლავდნენ და ერთი თვის განმავლობაში არ გვაჩვენეს არც ვიდეო, არც ოფიციალური განცხადება. შს მინისტრი იქ იყო თუ არა, დღემდე არ ამბობს ოფიციალურად პროკურატურა.

სხვათა შორის, მე რომ ვამბობდი, რომ ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მიქაუტაძე კორუმპირებული არიან, კობახიძე და მდინარაძე პირში მივარდებოდნენ. ახლა თავად ადასტურებენ, რომ კორუფციის ბუდეში არიან, ოღონდ ადასტურებენ იმიტომ, რომ ბიძინასთვის აგროვებენ ქეშს. ამასობაში კი, შემოერღვათ პარტია. დღეს პრემიერმა გვითხრა, რომ მშვიდობიან დამხობას გვიანონსებენო. კიდევ ერთხელ ვამბობ- მოემზადეთ, 4 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივად გავისტუმრებთ ამათ“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნუ უქმნით ხალხს ილუზიას, რომ ივანიშვილი უძლეველია და ყველაფერს აკონტროლებს – ვერაფერსაც ვეღარ აკონტროლებს, დარეული არიან ერთმანეთს, ხოცვა-ჟლეტაზე არიან გადასული. ღარიბაშვილს დაუჭირა ახლო გარემოცვა. ბიძინა ვერაფერს ვეღარ აკონროლებს, მას უნდა ფული, რომ იყიდოს კრიპტო. ჩემოდნებით ვერ წავა და ეს ფული უნდა კრიპტოში. ხალხი სახლებში ყავს გამოკეტილი- გომელაური გარეთ ვერ გამოდის, ლილუაშვილი განცხადებას ვერ აკეთებს, ღარიბაშვილი დამალულია, ჩუმად ხვდება ჯუანშერს. გაიგეთ, რომ ოცნება დაშლილია. ერთადერთ რამეზე დგას- ეს არის შიში, უიმედობა“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, 200 ათას დოლარზე მისი შეთავაზება ძალაშია. .

„დღეს ყური წავკარი, კობახიძემ თქვა, რომ მაგარი ძალოვანი უწყვებები გვყავსო. მე ამ ძალოვანი უწყების თანამშრომლებს კიდევ ერთხელ გავუმეორებ შეთავაზებას- 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა, მათ შორის გდდ-ს თანამშრომლები, ვინც 4 ოქტომბერს ფარს დადებს და ქართველ ხალხს არ ესვრის, არ იძალადებს. ივანიშვილმა ყველას დაანახა- დღეს ჩემთან ხარ და ხვალ შემიძლია, დაგჭმუჭნო და ნაგავში გადაგაგდო.

უნდა იცოდეთ კიდევ ერთი- მიქაუტაძეს სთხოვენ, მისცეს ჩვენება მის მინისტრზე, დავითაშვილზე. ცუდ მდგომარეობაშია დავითაშვილი. ასევე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ქარსელაძე- 150 მლნ დოლარი აქვს მისატანი. ასევე აზარაშვილი. ძალიან მძიმე ზაფხული ელოდება ამ ადამიანებს. გვესმოდეს, რომ ზუსტად ახლა გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, გავისტუმროთ ეს რეჟიმი მოუსავლეთში, შეგვიძლია და გავაკეთებთ 4 ოქტომბერს. რაც მეტი ვიქნებით, მით უფრო ადვილად დავამთავრებთ. როცა ჯილდოზე ვლაპარაკობ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. არის ადეკვატური გამოხმაურებები, ჩვენ გავალთ ბოლოში, მე ამაში ვარ დარწმუნებული“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა