პოლიტიკა

მამუკა ხაზარძე: ბიუჯეტში გადასახადის საკითხი წყაროსთან დაბეგვრა – არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია.

სკანდალური საქმის შესახებ ოთხდღიანი დუმილის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ თითქმის 4 წელი სახელმწიფო ბიუჯეტს გერმანულ ფულს უმალავდა და გადასახადების გადახდას თავს არიდებდა. ამის მიზეზად მან ტექნიკური გაუგებრობა დაასახელა.

„ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა – არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, გერმანიის ელჩი ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას, რა თანხას იხდის ოპოზიციონერი ლიდერის ფეშენებელურ რეზიდენციაში, იყო თუ არა კანონი დაცული ხელშეკრულების გაფორმებისას და როგორ შედგა გარიგება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა