პოლიტიკა

Reuters- პუტინი, სავარაუდოდ, უარყოფს ტრამპის ულტიმატუმს უკრაინის შესახებ

Reuters-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სიმტკიცე მისი რწმენით აიხსნება, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია და მას ახალი სანქციების ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება. სააგენტოს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი აპირებს დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე, რის შემდეგაც დაიწყებს მოლაპარაკებებს კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ.

ამასთან, Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს აშშ-სთან ურთიერთობების მნიშვნელობას და დასავლეთთან დაახლოების პერსპექტივას, მზად არის უარი თქვას ამ შესაძლებლობაზე საკუთარი სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად. სხვა წყაროს თქმით, ამჟამინდელ მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, საჩვენებელი ხასიათი აქვს.

ამავე დროს, მოსკოვში ეჭვი ეპარებათ, რომ დონალდ ტრამპი მზად არის თავისი მუქარა რეალობად აქციოს, რადგან მას არაერთხელ წამოუყენებია ულტიმატუმები, თუმცა, ან არ შეუსრულებია ისინი, ან კარდინალურად შეუცვლია პოზიცია, აღნიშნა Reuters-თან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა