გიორგი ახობაძე, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.
“მინდა იმ ხალხს მივმართო, ვინც აქ იდგა 28 ნოემბრიდან. მესმის, რომ რაღაცები შეიცვალა, ზოგს შეეშინდა, ზოგს იმედი გაუცრუვდა. ვინც ეს თვეებია დგას რუსთაველზე, თავის წილ საქართველოს დაატარებს ხელის გულზე და ცდილობს, სამშვიდობოზე გაიყვანოს. მგონია, რომ დადგა დრო, ყველამ დაიჯეროს და პატივი სცეს ამ ხალხის ბრძოლას, გამოვიდნენ და ისევ იმდენი გახდნენ, რამდენიც ვიყავით ნოემბერში. ორგანიზება და სტრუქტურირება გვინდა. გული მწყდება იმაზე, რომ რუსთაველზე ხალხი არის მიტოვებული. სირცხვილია, აქ უნდა ვიდგეთ ისევ იმდენი, რამდენიც ვიდექით ნოემბერსა და დეკემბერში. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!“, – განაცხადა ახობაძემ.