ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს.
„მართლმსაჯულების სისტემაში ზოგი მართლდება, ზოგი, შესაძლოა, გამტყუნდეს ან პირიქით ზემო ინსტანციაში; ვინმე გიორგი ახობაძის შემთხვევაში რაც უხარია ნაცსექტას, გასაგებია, რადგან იმ “ბაბლში” 365/24/7 “დასიცხულები” არიან.
იმ წუმპეში ხან სალომე ზურაბიშვილია “პრეზიდენტი”, ხან სააკაშვილი და ხანაც “მშვიდობიან დამხობას” აწყობენ ანიტა-ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით.
გიორგი ახობაძეს პროკურატურა ედავება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში. ამოღებული მტკიცებულებები (პროკურატურისთვის) სამხილებშია და ინახება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი ვერდიქტი სააპელაციოში გასაჩივრდება ბრალდების მხარის მიერ.
Simple as that!“,-წერს გია აბაშიძე.
Facebook Comments Box