სამართალი

გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასამართლომ გიორგი ახობაძე გაამაართლა – ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა. 

ახობაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს ეზოში მას თანამოაზრეები დახვდნენ. გიორგი ახობაძე მათ შეძახილით- „ბოლომდე!“ მიესალმა.

ცნობისთვის, მოსამართლეს განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა აღნიშნული სხდომა მოულოდნელად გადადო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა