უცხოური მედია

კლინტონებს ეპშტეინის საქმეზე კონგრესში იბარებენ

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელებმა ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე ჰილარი გამოკითხვაზე დაიბარეს, იუწყება Fox News.

კონგრესმენებს ასევე სურთ დაკითხონ ყოფილი გენერალური პროკურორი უილიამ ბარი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ჯეფრი ეპშტეინის დაპატიმრებისა და ციხეში მისი იდუმალი სიკვდილის დროს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს კომერმა, იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვა, ამ საქმის შესახებ ყველა დოკუმენტს გრიფი მოეხსნას.

დაკითხვა ოქტომბერში იგეგმება. ბილ კლინტონი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან ახლო მეგობრობას. ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ ხანდახან ხვდებოდა და მის კერძო თვითმფრინავით სამუშაო მიზნით მხოლოდ რამდენჯერმე იმგზავრა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა