პოლიტიკა

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე„ფეისბუქზე“ წერს, რომ რომან შამათავამ საპატიმრო 12-წლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

„რუსების რისხვა, რუს ღორებს თავზარს რომ სცემდა და სპეცოპერაციებს ატარებდა მათ წინააღმდეგ, ისეთი კაცი გამოკეტეს რუს/ქოცებმა ციხეში, როგორც კი ხელისუფლებაში მოეთრნენ. სრულად მოიხადა 12 წელი, რუს/ქოცების სასჯელი, თავი არ დაუხრია ისე! ჩვენი დროის გმირი, რომა შამათავა თავისუფალია“, – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

გამოძიება რომან შამათავას ორი პირის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობას ედავებოდა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლისა და სატყეო სააგენტოს რეინჯერის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას კვალი 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში დაიკარგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული გამოძიების დროს საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან შამათავას წაუყენეს.

რომან შამათავას თავისუფლების აღკვეთა 16 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი, თუმცა ამნისტიის შედეგად, კანონის მიხედვით სასჯელი 12-წლამდე შემცირდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა