პოლიტიკა

მაია მწარიაშვილი – აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი – განაჩენს სამართალთან საერთო არაფერი აქვს

ეს არის საკუთარი სახის გადარჩენის მცდელობა და ამას სამართალთან საერთო არაფერი აქვს, – ასე აფასებს „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, „სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი“.

„სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში და ამ საქმეში. ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა. სინამდვილეში, ამას საერთო არაფერი აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან. 353-ე მუხლი არის წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თავდასხმა გადააკვალიფიცირეს“, – განაცხადა მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა