რა თქმა უნდა არის კითხვები. ამ საქმის მოსამართლე იმ განაჩენს გამოიტანდა, რასაც ეტყოდნენ. ანუ, ბიძინამ გადაწყვიტა ეს განაჩენი. რა გვითხრა ამით? გომელაურის პოლიცია ნარკოტიკებს უდებდა ხალხს?,-ასე ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს.
მისი თქმით,წესით პოლიციელები უნდა დაკავონ.
„ნეტავ რას იტყვიან? გომელაურმა დაგვავალაო? რა მესიჯი გაუგზავნეს ამ განაჩენით ყოფილ მინისტრს? ეს რომ გვერდით გადავდოთ, რა არის ამ ამბის პოლიტიკური კონტექსტი. მზიას მიუსაჯეს პატიმრობა და გიორგი, რომელსაც სამუდამოსთვის წირავდნენ გამოუშვეს. ბიძინა დასავლეთს ეუბნება რომ კარგი ბიჭია. აგერ, ამხელა საქმეზე გაამართლა კაცი. მზიას გამართლება შეიძლება მას არ ჩათვლოდა და ახობაძის განაჩენი შოკი იყო. შიდა გაურკვევლობას თესავს. ფიქრობს რომ ვისაც მიუსაჯა დაიბნევიან. მაშინ როცა ანრი კვარაცხელიას და საბას განაჩენები მეტის მითხოვნით გაასაჩივრეს, გონია უსამართლობის განცდას გააჩენს. ბიძინა ხომ ყველაზე მეტად გაუტეხელ და ერთიან სინდისის პატიმრებს ებრძვის. ვერ იგებს რანაირად ამბობენ საპროცესოებზე უარს, არ ტყდებიან, ალაზანზე ხოხობის ფრთხიალი როგორ ურჩევნიათ მონობას. ჰოდა გონია ამას მოარღვევს, მაგრამ მაგრად ცდება. პატიმრების დიდ ოჯახში უკვე ვეღარ გაარჩევ ვინ, ვისი ოჯახის წევრია. ამიტომ ნებისმიერის თავისუფლება საკუთარივით უხარიათ. და ბოლოს, რა თქმა უნდა ეს ბიძინას ტრიუკია, მაგრამ უნდა დავიკიდოთ შინაარსის ძებნა და გავაგრძელოთ ბოლომდე!“,-წერს ნანაუკა ჟორჟოლიანი და პოლიციელებს მიმართავს:
„პოლიციელებო, შეხედეთ რა მარტივად გაწირეს ახობაძის საქმის შემკეთებლები. დასჭირდა თუ არა ყველა სანაგვეზე მოისროლა. იმედელებო, ახობაძეზე თქვენი პროოაგანდა გაჭამეს ? ასე შეგეზილებათ ყველა ქაქი რასაც ათუხთუხებთ და პოლიციელებო, სპეცრაზმელებო, პროკურორებო, ასე გაგწირავენ ყველას.სადაც გომელაურს ამხელა ნაღმი შემოუდო თაროზე, იქ თქვენ რას გიზამენ დაფიქრდით“.