პოლიტიკა

აქციაზე მოქალაქეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი “ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

  • სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ზე “ლე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი გრი­გოლ გე­გე­ლია შე­ნიშ­ნეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბით, მათი პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი “ლე­ლოს” ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გახ­და.

“ლელო” არის კო­ლა­ბო­რან­ტი პარ­ტია, რო­მე­ლიც “ქო­ცებ­თან” ერ­თად ჩა­ი­რე­ცხე­ბა” – ის­მო­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შემ­დე­გაც გრი­გოლ გე­გე­ლი­ას და “ლე­ლოს“ სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის და­ტო­ვე­ბაც მო­უ­წი­ათ. გე­გე­ლია ად­გი­ლი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც თა­ვად გე­გე­ლი­ამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია არა­ნა­ირ და­პი­რის­პი­რე­ბას და “ყვე­ლა­ნი ერთ მხა­რეს დგა­ნან“.

“ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი არის ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არის მღელ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ მე მეს­მის, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, არა­ნა­ი­რი თავ­დას­ხმა არ ყო­ფი­ლა, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სცე­სი. გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ვის რო­გო­რი პო­ზი­ცია აქვს, გა­ვაგ­რძე­ლებ ამ ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლას. ყვე­ლა­ფე­რი არის კარ­გად და იქ­ნე­ბა კარ­გად. არა­ვი­თა­რი სხვა სა­მიზ­ნე და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ არ­სე­ბობს და არ იარ­სე­ბებს. ყვე­ლა ადა­მი­ანს მინ­და ვთხო­ვო, გა­ას­წო­რონ ფო­კუ­სი და გა­იხ­სე­ნონ, ვინ არის ამ ქვეყ­ნის მტე­რი. გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ ბრძო­ლის ვის რა ტაქ­ტი­კა გვაქვს, გა­ვერ­თი­ან­დეთ და დავ­დგეთ ერ­თად“, – გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა