უცხოური მედია

ავიაკასტროფას განას თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები შეეწირნენ

განაში სამთავრობო ვერტმფრენმა ავიაკასტროფა განიცადა. შვეულმფრენის ბორტზე, რომელიც 6 აგვისტოს, აშანტის რეგიონში ჩამოვარდა, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები იმყოფებოდნენ. ფრენა დედაქალაქ აკრადან ობუასის დასახლებისკენ ხორციელდებოდა. მინისტრები დასახლებაში წიაღისეულის უკანონო მოპოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გასარკვევად მიემგზავრებოდნენ.

ბორტზე მყოფი 8-ვე მგზავრი, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ედვარდ ომან ბოამა და გარემოს, დაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი, იბრაჰიმ მურტალა მუჰამედი ადგილზე დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ შვეულმფრენზე იმყოფებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების უფროსი მრჩეველი, მუჰამედ ლიმუნაც.

განას ხელისუფლებამ მომხდარი ეროვნულ ტრაგედიად შეაფასა. გაიცა სამთავრობო შენობებზე დროშების დაშვების ბრძანებაც. მთავრობა დებს პირობას, რომ ავიაკატასტროფას და მის გამომწვევ მიზეზებს სრულად გამოიძიებენ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა