გამომდინარე იქიდან, რომ მტკიცებულებები არ იყო 100%-იანი, ვიდეო არ იყო გადაღებული, სწორედ ამიტომ გაანთავისუფლეს. ,-ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ, გიორგი ახობაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, საქმე ეხება 100%-იან სამართლებრივ სტადარტს და არაფერ შუაში არ არის ჩადება.
„საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის დაკავებული 1000 მოძალადიდან მხოლოდ 20, არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ მტკიცებულებები არ იყო 100%-იანი, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. მაშინაც კი, როდესაც იცი, რომ ადამიანი არის ნარკომანი, ასაღებს ნარკოტიკებს, თუ მტკიცებულება არ არის 100%-იანი. იმის გამო, რომ არ იყო ვიდეო გადაღებული, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან და ერთი რამე მინდა გირჩიოთ- აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს- ნუ გამოაცხადებთ გმირებად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს“,-განაცხადა პრემიერმა.