უცხოური მედია

„მოყვითალო და მომლაშო“- ამერიკაში დედის რძის გემოს ნაყინი გამოუშვეს

კომპანია Frida-მ, რომელიც სპეციალიზებულია მომავალი და ახლადნამშობიარები დედებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე, პირველად გამოუშვა ონლაინ-გაყიდვაში დედის რძის გემოს მქონე ნაყინი.

მწარმოებლებმა აღნიშნეს მისი „მომლაშო გემო“ და „დამახასიათებელი ყვითელი ელფერი“, თუმცა დააზუსტეს, რომ ნაყინი ადამიანის კი არა, ძროხის ხსენს (რძის ჯირკვლების სეკრეტი) შეიცავს.

ძროხის ხსენის გარდა, დანარჩენი ინგრედიენტები სხვა სახის ნაყინებისთვისაც დამახასიათებელია — შემადგენლობაში შედის ძროხის რძე, შაქარი, მარილიანი კარამელი და ყვითელი საღებავი.

Breast Milk Ice Cream-ის სახელწოდებით ცნობილი ნაყინი 500 მლ-იანი ქილის ფასი 12,99 აშშ დოლარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა