პლაჟებზე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში პროგრესირებადი ეროზია ფიქსირდება, რომლის გაჩერებაც სულ უფრო რთუდება.
Financial Times-ის ცნობით, სანაპირო ზოლის განადგურების მიზეზი ქვიშის გამორეცხვაა, რომელსაც როგორც ბუნებრივი პროცესები, ასევე კლიმატური ცვლილებების შედეგები იწვევს. პლაჟების ნგრევაზე ასევე გავლენა აქვს ძლიერ შტორმებს, მოქცევას და ზღვის დონის მატებას – ეს გლობალური დათბობისა და მყინვარების დნობის შედეგია.
ეროზიის შეჩერების მიზნით მთავრობებს პლაჟებზე დამატებითი ქვიშა შეაქვთ, რომელიც სანაპირო ზონების დატბორვასთან ბრძოლაში ეხმარება, მაგრამ ეს ქვიშაც დეფიციტური ხდება: მასზე მოთხოვნა იზრდება, მოპოვება შეზღუდულია, გადაზიდვა კი – ძვირადღირებული.
აშშ-ში, როდანტში (ჩრდილოეთ კაროლინა) 2020 წლიდან ოკეანემ 11 სახლი წაიღო. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, სანაპირო ზოლის აღდგენა 40 მილიონი დოლარი დაჯდება, თუმცა მათ ასეთი თანხა არ აქვთ.
ყოველწლიურად ბარსელონა 30 ათას კუბურ მეტრ ქვიშას კარგავს – ეს დაახლოებით 12 ოლიმპიური აუზია. სიტუაციის სტაბილიზების მცდელობების მიუხედავად, მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ზოგი პლაჟი შეიძლება სამუდამოდ გაქრეს.