პოლიტიკა

ორლანდოს საავადმყოფოში დააკავეს მედდა, რომელიც ყალბი დიპლომით მუშაობდა

ფლორიდის ქალაქ პალმ-კოსტის მცხოვრები, რომელიც თავს ლიცენზირებულ მედდად ასაღებდა, საავადმყოფოში ექვსი თვის განმავლობაში ყალბი დოკუმენტებით მუშაობდა. თაღლითობა მაშინ გამოვლინდა, როდესაც მას დაწინაურება შესთავაზეს და მისი ლიცენზიის გადამოწმება გადაწყვიტეს. ქალი 5 აგვისტოს დააკავეს.

„ეს ქალი, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. მან უღალატა პაციენტების, მათი ოჯახების, AdventHealth-ისა და მთელი ჯანდაცვის სისტემის ნდობას“, — განაცხადა ფლაგლერის ოლქის შერიფმა, რიკ სტეილიმ.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სამედიცინო თაღლითობის საქმე, რომელიც მას და მის კოლეგებს ოდესმე გამოუძიებიათ.

29 წლის ოტემ ბარდისმა ფლორიდის საავადმყოფოში ყალბი დიპლომით დაიწყო მუშაობა 2023 წლის ივლისში. მან თავი ლიცენზირებულ მედდად წარმოაჩინა და სხვისი ლიცენზიის ნომერი გამოიყენა, რომელიც, მისი თქმით, გვარის შეცვლის გამო დაემთხვა, რადგან დაქორწინდა. ტყუილი მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც 2025 წლის იანვარში მას დაწინაურება შესთავაზეს და ლიცენზიის გადამოწმება მოითხოვეს. აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ ვადაგასული ლიცენზია ჰქონდა. ამ პერიოდში ცრუ მედდამ 4000 -ზე მეტ პაციენტს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება.

ბარდისი სამსახურიდან გაათავისუფლეს, საქმე შერიფის ოფისს გადაეცა.

შვიდთვიანი გამოძიების შემდეგ, 2025 წლის 5 აგვისტოს, ბარდისი დააკავეს შვიდი ბრალდებით, მათ შორის უკანონო სამედიცინო პრაქტიკისა და თაღლითობისთვის.

პოლიციამ სპეციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი (fakenursecase@flaglersheriff.com) შექმნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ბარდისასთან ჰქონდათ შეხება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა