ელჩი არ დაინტერესებულა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით. თუმცა, ელჩი დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებით, რომლებშიც არ უნდა ერეოდეს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ ხაზარაძე-ფიშერის სკანდალთან დაკავშირებით.
„მიუღებელია ის, რომ გერმანიის ელჩი ქირაობს ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან ბინას. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კორუფციული სკანდალი. ელჩი არ დაინტერესებულა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით. თუმცა, ელჩი დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებით, რომლებშიც არ უნდა ერეოდეს. საინტერესო იქნებოდა, რომ მას თავისი პირადი საკითხები მოეგვარებინა და ამ პრობლემის წინაშე არ დამდგარიყო“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.
მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.