ბალტიისპირელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უკრაინისთვის რისკებს შეიცავს. სტატიას ამ შინაარსით The Financial Times-ი აქვეყნებს.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა გახდება „უკრაინისთვის და არა მხოლოდ ყველაზე სახიფათო სცენარი. აგრესორისთვის დათმობა და მასთან შეთანხმების გაფორმების მცდელობა კატასტროფული მარცხისთვის არის განწირული“.
ამასთან ერთად, როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის მხრიდან რაიმე დათმობების შესახებ არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ „გარღვევას“ არ გულისხმობს.
„ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ“, – თქვა ტრამპმა.
Facebook Comments Box