პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი- BMG, რომელიც პირდაპირ ქვეყნის ჩამოშლას ცდილობს, უცხოელებმა იყიდეს. როგორც ჩანს, მათ მავნებლობის გაგრძელება და უფრო მეტიც, მავნებლობის გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩასხმა აქვთ მიზნად

“ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიორგი ისაკაძემ BMG გაყიდა. ქართველიშვილი გიორგი ისაკაძეზე მცირე მიმოხილვას აკეთებს და იხსენებს, რომ უშუალოდ ის იყო ჩართული ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეში და შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა, რითაც შეწყალება და განრიდება მიიღო სახელმწიფოსგან.

მისივე თქმით, „შემდეგ ბევრი იწრიალა და ბოლოს ეკონომიკის მიმართულების “მედია” BMG დააფუძნა. ეს ჰოლდინგი წლებია პირდაპირ არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში აშკარად, ხელის გულზე დევს.“

როგორც ქართველიშვილი ამბობს, BMG უცხოელებმა იყიდეს.

„გიორგი ისაკაძეს პროპაგანდისტული BMG გაუყიდია… გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში ამ ბანდიტმა, საკუთარ ბანდასთან ერთად მავნებლობაში ნაცების მთავარ პროპაგანდისტულ, ეგრეთ წოდებულ მედიებსაც გაასწრო, აუცილებლად მიმაჩნია საზოგადოებას მათი “საგნმირო საქმეები” შევახსენო…

გიორგი ისაკაძე დადასტურებული, აღიარებული კრიმინალია. ნაცმოძრაობის ლიდერებთან ერთად ის უშუალოდ ჩართული იყო ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეში და შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა, რითაც შეწყალება და განრიდება მიიღო სახელმწიფოსგან. ( https://imedinews.ge/…/rogor-akotrebda-qartu-banks-giorgi… ) შემდეგ ბევრი იწრიალა და ბოლოს ეკონომიკის მიმართულების “მედია” BMG დააფუძნა. ეს ჰოლდინგი წლებია პირდაპირ არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში აშკარად, ხელის გულზე დევს. სწორედ აღიარებული კრიმინალი ისაკაძე და მისი დაჯგუფება იყო მთავარი შემოქმედი საქართველოში “ეკონომიკის კოლაფსის” პროპაგანდის. პარალელურად – სწორედ ამ ნაცპლატფორმიდან დაიწყო ბიზნესმენების გაუგონარი ტერორი. ყველა ბიზნესმენს, რომელიც არ ეთანხმებოდა რადიკალების პოზიციას, ვინც არ შეუერთდა ბოიკოტს და არ გააკეთა ანტიქართული საქმე, BMG საბჭოთა მენტალიტეტის საუკეთესო მეთოდოლოგიით აშავებდა და აბულინგებდა.

პირადად ისაკაძემ, მიღებული დავალების შესაბამისად, მისი პლატფორმა გამოიყენა იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველოს ეკონომიკა და შეექმნა ისეთი ნეგატიური მოლოდინები, რომელიც პირდაპირ აისახებოდა ქვეყნის პროგრესზე. დღე არ გავიდოდა და არ გავა, რომ ამ “ელექტრონული მაკულატურის” პლატფორმებზე არ გაჩნდეს “ექსპერტული ანალიზი”, რომ მალე ლარი გაუფასურდება, დაიწყება კრიზისი, ვერ შეივსება ბიუჯეტი და სხვა კატაკლიზმური მოსაზრებები – არადა ამ დროს, თვიდან თვემდე საპირისპირო ხდება და საქართველოში ეკონომიკა იზრდება და ჯანსაღდება.

ზღვარგადასული მავნებლობის და ანტიქართული საქმის კეთებაში ბანდიტი ისაკაძე და მისი ბანდა რადიკალი პროპაგანდისტების ავანგარდში ჩადგა, მაგრამ ვერც ქვეყანა ჩამოანგრიეს და ვერც კრიზისს ეღირსნენ, რასაც ასე მოუთმენლად ელოდნენ და ამ კრიზისის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებდნენ. რაც შეეხება ამ კანტორის გაყიდვას, მაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ჯიბის “მედია” BMG უცხოელებმა იყიდეს ( ქვეყანას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ ). აქაც, დიდი ანალიზი არ სჭირდება მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარის ამოცნობას – როდესაც ყიდულობ ისეთ “მედიას”, რომელიც გამუდმებით ანტიქართულ საქმეს აკეთებს და პირდაპირ ქვეყნის ჩამოშლას ცდილობს, გასაგებია რომ მიზნად ამ მავნებლობის გაგრძელება გაქვს და უფრო მეტიც, მავნებლობის გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩასხმა. სხვა შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა დაიზიანო რეპუტაცია ისე, რომ ტალახიანი “მედია” შეიძინო, ამაში ფული დახარჯო და პირდაპირ შეუერთდე იმ პროპაგანდისტების ჯგუფს, რომელსაც მიზნად ქვეყნის დანგრევა აქვს დასახული. P.S. უახლოეს დღეებში ისაკაძის კლიენტების შესახებ კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი საზოგადოებას.“- წერს ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა