როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს, 8 აგვისტოს, ნაცტელევიზიების სამიზნეები ხელისუფლების პირველი პირები გახდნენ, რომელთა წინააღმდეგაც ჩვეული “რუსული კარტის” გათამაშება და მთავარი თემის მეორეხარისხოვანი თემებით გადაფარვის მცდელობა ჰქონდათ, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის განცხადებები, ოპოზიციურმა მედიამ არალოგიკურად დაუკავშირა მარია ზახაროვას განცხადებას დიალოგის შესახებ. ანჯაფარიძე იმასაც აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება რუსეთთან დიალოგის გარეშე რომ წარმოუდგენელია, სააკაშვილიც კი მიხვდა.
“როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს, 8 აგვისტოს, ნაცტელევიზიების სამიზნეები ხელისუფლების პირველი პირები გახდნენ, რომელთა წინააღმდეგაც ჩვეული “რუსული კარტის” გათამაშება და მთავარი თემის მეორეხარისხოვანი თემებით გადაფარვის მცდელობა ჰქონდათ. მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადებები აბსოლუტურად ალოგიკურად (ან ვინ მისცემს ლოგიკურად მსჯელობის უფლებას!) დაუკავშირეს მარია ზახაროვას განცხადებას დიალოგის შესახებ (ისე საინტერესოა რუსეთთან დიალოგის გარეშე, ვინმეს წარმოუდგენია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება?) სააკაშვილიც კი მიხვდა ამას. ისე საინტერესოა, თუკი ზახაროვა იტყვის რომ საქართველოში მზეა და ცხელა, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს, ტყუილია, იყინება აქაურობაო. აი ამ აბსურდამდე დადიან,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.