პოლიტიკა

The Economist: სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს

სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი მედიასაშუალება The Ecnomist-ი. 

ავტორი აღნიშნავს, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დასახელებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ტრამპის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა  და შტატების პირველმა პირმა, სანქციების ნაცვლად, პუტინთან ჩანიშნულ სამიტზე დაიწყო საუბარი. 

“დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ვადა 8 აგვისტომდე მისცა: ან საბრძოლო მოქმედებებს დაასრულებდა, ან დამანგრეველი სანქციების წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ, როგორც კი ეს დღე დადგა, აღმოჩნდა, რომ ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა”, – წერს The Economist-ი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ვადის ამოწურვის  დღესვე, საღამოს, გასაჯაროვდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა იგეგმება – სამიტი 15 აგვისტოს, ალასკას შტატშია ჩანიშნული.

“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამიტს, სავარაუდოდ, არ დაესწრება. როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა ეს დიპლომატიური ტრიუმფი ამერიკელ დიპლომატებთან ბოლო მოლაპარაკებების ოსტატურად წარმართვით მიაღწია”, – წერს the Economist-ი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა