პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა – „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში

იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან მერობის ახალი კანდიდატები დაასახელა ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში, ხოლო, დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში, მმართველი გუნდის კანდიდატები კვლავ მოქმედი მერები ან მერის მოვალეობის შემსრულებლები არიან.

„ქუთაისში: დავით ერემეიშვილი, საჩხერეში: ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში: გივი მოდებაძე, ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი, თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე, ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში: დავით ბახტაძე, ხონში: ლადო ჯურხაძე, წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში – დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა