პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში, კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყვარელში ილია მზექალაშვილია, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში – ვაჟა მაღრაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა. ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კანდიდატებად მოქმედი მერები არიან წარდგენილი, რაც შეეხება ყვარელს, აქ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ილია მზექალაშვილი, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, ხოლო, თელავში – ვაჟა მაღრაძე.

„დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური, გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი, დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი, სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი. ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე – ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე – ვაჟა მაღრაძე.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა