პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ლანჩხუთში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, ალექსანდრე სარიშვილია წარდგენილი, ოზურგეთში – პაატა კუნჭულია, ხოლო, ჩოხატაურში – მინდია ჟღერია

პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა.

მისი განცხადებით, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, ალექსანდრე სარიშვილი იქნება.

„გურიაში, მოქმედ მერს – ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი – პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე – მინდია ჟღერია.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა