ნორმ აისენის სახელმძღვანელო, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ბრუკინგის ინსტიტუტის ხელსაწყოა. ეს ინსტიტუტი კი „დიფ სტეიტის“ კონსენსუსის მშენებლობის მექანიზმი და აშშ-ის მაღალრეიტინგული ანალიტიკური ცენტრია. საერთოდ, ეს ანალიტიკური ცენტრი კი არა, ერთგვარი კონსესუსის დამყარების მექანიზმია, რომელსაც ძალიან უცნაური კავშირები აქვს აშშ-ის სადაზვერვო აპარატთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა განაცხადა.
მისი განცხადებით, აისენი ცდილობს, „დიფ სტეიტი“ შეავსოს ისეთი ხალხით, რომლებიც დაამხობს ე.წ. ავტოკრატიულ მთავრობებს, ეს ხალხი კი USAID-ისა და მშვიდობის ინსტიტუტისგან იღებს დაფინანსებას.
„ნორმ აისენი 2025 წლის სახელმძღვანელოში 7 ძირითად საყრდენს აღწერს, მათ შორის არჩევნებზე კონტროლს, სასამართლოების კონტროლს, კორუფციასთან ბრძოლას და ტრამპს ავტოკრატად გვიხატავს და სამოქალაქო და მედია სივრცის გაძლიერებას, რაც ნიშნავს მთელი ძალით არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას, მედიის კონტროლს. მე-6 სვეტი ძალზე საინტერესოა, რადგან მას ეწოდება „დეზინფორმაციის კონტროლი.” აისენი ცდილობს, „დიფ სტეიტის“ ახალ საამქროში აიყვანოს ხალხი, რომელიც დაამხობს მთავრობებს, რომლებსაც ის ავტოკრატიულს ეძახის. ეს ხალხი ფულს იღებს USAID-ისგან, მშვიდობის ინსტიტუტისგან, რომ უცხო ქვეყნებში ამ ე.წ. ავტოკრატიას ებრძოლონ,“ – აცხადებს მაიკ ბენცი.