ამ კვირაში აღმოვაჩინე ამერიკის ფედერალური მთავრობის დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ ატრენინგებდნენ „ენჯეოებს“ ქუჩის ამბოხებების მოწყობაში, რასაც აისენი პოლიტიკური გავლენისთვის იყენებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა განაცხადა.
მან ისაუბრა ნორმ აისენის 2025 წლის სახელმძღვანელზე, რომელშიც ავტორი 7 ძირითად საყრდენს აღწერს, მათ შორის, ბენცის განცხადებით არის „არჩევნებზე კონტროლი, სასამართლოების კონტროლი, კორუფციასთან ბრძოლა, სამოქალაქო და მედია სივრცის გაძლიერება.“
„მისთვის [აისენისთვის] USAID-ი ფარული ფონდი იყო ქუჩის ამბოხების მოსაწყობად. USAID-ი არის ძალა, რომელიც აფინანსებს დიფ სთეითის მოკავშირე მედიას. ერთია სიტყვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ხოლო როდესაც მთავარ გზატკეცილებს გადაკეტავ, სატრანსპორტო ხაზებს დაბლოკავ და ადგილობრივ ეკონომიკას გააჩერებ, ეს შიდა ტერორიზმია“, – აღნიშნა მაიკ ბენცმა.