2008 წელს, ნიუ-იორკში, როგორც საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი, საქართველოს მაშინდელი ლიდერის, სააკაშვილის მოხსენებაზე მიმიწვიეს. სააკაშვილი შეერთებული შტატების მარიონეტი იყო, ის ჯორჯ სოროსის ხელფასზე იყო, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოხსენების მოსმენის შემდეგ, იგი შეშლილი ეგონა, თუმცა, აუდიტორიამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ტაშით დააჯილდოვა.
როგორც ჯეფრი საქსი იხსენებს, მან თქვა, რომ სააკაშვილი ქვეყანას დაკარგავდა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ომი დაიწყო.
„ის აშშ-ის აბსოლუტური მარიონეტი იყო, ასე ვთქვათ. ამიტომ, მოხსენებაზე მივედი და, გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ბიჭი შეშლილი მეგონა. მან საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მოხსენება წაიკითხა: „საქართველო ევროპის შუაგულშია. საქართველო ნატოს ძირითადი წევრია და იქნება. საქართველო ეს, საქართველო ის.“ მე გამოვედი და, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში, აშშ-ში მყოფმა აუდიტორიამ ტაში დაუკრა მას. მე ცოლს დავურეკე და ვუთხარი: „ეს ბიჭი შეშლილია. ის ამ ქვეყანას დაკარგავს. ეს [მოხსენება] სიგიჟე იყო“. რამდენიმე კვირის შემდეგ ომი დაიწყო. ეს ძალიან აშკარაა იყო.“ – განაცხადა ჯეფრი საქსმა.