ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის ცნობით, ლა-პუენტეში ნიღბიანი ქურდების ჯგუფმა მაღაზიიდან $7,000-ის ღირებულების Labubu-ს თოჯინები მოიპარა.
დამნაშავეები მაღაზიის გასაქურდად მოპარული Toyota Tacoma-ს მარკის მანქანას იყენებდნენ, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს. ქურდებმა მას შემდეგ, რაც მაღაზიიდან ყველა Labubu გაიტანეს, მაღაზია დააზიანეს.
სამართალდამცველები ამ დრომდე აგრძელებენ გამოძიებას, ეძებენ დამნაშავეებს და მოპარულ Labubu-ს თოჯინებს.

Facebook Comments Box