რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მხარეებმა 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.
„ორივე მხარემ დაადასტურა ღონისძიების წარმატებით ჩატარების სურვილი“, – აღნიშნულია რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.
Facebook Comments Box