პოლიტიკა

გიორგი მიქაძე ჯანგველაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს – ადვოკატი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მიქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს თემასთან კავშირს და მას ამ საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს. ამის შესახებ თეიმურაზ ჯღამაძემ ჟურნალისტებს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„საქმე არ გადმოგვცემია, ბრალი წარდგენილი არ არის და არ ვიცით რას ედავებიან. როგორც კი წარმოგვიდგენენ ბრალს, გადმოგვცემენ მთლიანად საქმეს, შევისწავლი და მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას. [გიორგი მიქაძე] საერთოდ უარყოფს მაგ თემასთან კავშირს“, – განაცხადა თეიმურაზ ჯღამაძემ და კითხვაზე ჰქონდა თუ არა გიორგი მიქაძეს ლევან ჯანგველაძესთან რაიმე სახის ბიზნეს დავა, უპასუხა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონიათ: „ამ საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი 12 აგვისტოს დააკავა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა შეუკვეთეს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძეს ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და ჰქონდათ პირადი მტრული მოტივი. მათ გ.ჯ.-სთან შეთანხმებით მოიძიეს პირი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეასრულებდა მკვლელობას. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი გ.უ.-ს გადაეცა დანაშაულის განსახორციელებლად“, — განაცხადა სირაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა