პოლიტიკა

თურქული მედია ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიების შედეგებს აქვეყნებს – „სინათლეს ვერ გაექცევი… საჯაროს ვხდით ფარულ ანგარიშგებას: ზელენსკის კვალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის!“

თურქული მედია აქვეყნებს კონკრეტულ ანგარიშებს და გამოძიების შედეგებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ.

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ზელენსკის ახლო გარემოცვა ყოველთვიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს რიცხავდა ორი კომპანიის ანგარიშებზე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ანდრეი გმირინთან, კორუფციული სახსრების სავარაუდო მენეჯერთან.

ორივე კომპანია მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. თურქული მედია ვარაუდობს, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსთვის და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის წართმევა მისი კორუფციული სქემების დამალვით იყო განპირობებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გმირინის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს. ის 2024 წელს ნიცაში დააკავეს. მას 23 მილიონი ევროს ოდენობის კორუფციულ საქმიანობას ედავებიან. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, 2020-2021 წლებში, როცა გმირინი საჯარო მოხელე იყო, ის საკუთარ ხალხს უკრაინის სტრატეგიულ სამრეწველო კომპანიებში ნიშნავდა – ოდესის საპორტო კომპლექსში და გაერთიანებული სამთოქიმიის კომპანიაში.

თურქული გამოცემა უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2021-2023 წლებში წლის მაისში გმირინების ოჯახმა დუბაიში 14 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეისყიდა. 

აქვე დასმულია კითხვა, თუ როგორ შეძლო გმირინმა უკრაინიდან თანხის მალულად გატანა. ამასობაში უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ მას „დაცვის მაღალი დონე“ აქვს. ამრიგად, თურქული მედიის ინფორმაციით, ორი დამოუკიდებელი ორგანოს დამოუკიდებლობის შელახვით ზელენსკი პირადი ძალაუფლების გამყარებას ცდილობს, რათა უკრაინა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ აქციოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა