პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა ალასკაზე დაგეგმილი სამიტის ჩაშლის მიზნით, პროვოკაციებს ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ, ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით პოზიცია შეარბილა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „არ არის მზად უკრაინის ტერიტორიებზე სასაუბროდ, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციის საკითხია“.

„ჩვენ დონბასიდან არ გავალთ. ამას ვერ გავაკეთებთ. თუ დონბასიდან ჩვენი ნებით გავალთ, ან ჩვენზე ზეწოლა იქნება, მესამე ომს დავიწყებთ,“ – ამბობს ის.

ამასობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი სამიტის ჩაშლის მიზნით პროვოკაციებს ამზადებს. უწყების მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში აპირებენ იერიშის მიტანას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ კვარტალზე ან საავადმყოფოზე, რათა პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დააკისრონ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა