„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დღევანდელი ევრობიუროკრატების მიერ საქართველოსთვის წამოყენებულ მოთხოვნებზე და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოლიგარქიული ოჯახების მიერ დანერგილ მოდელზეა საუბარი.
განცხადების თანახმად, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონების გაუქმების მოთხოვნა იმის უტყუარი დასტურია, რომ კანონის გაუქმების შემდეგ საქართველოსგანაც ისევე მოითხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
„აუცილებლად უნდა გავიხსენოთ შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მოწოდება უკრაინის მიმართ, რომ მათ უნდა დააკანონონ ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის ევროკავშირის კარი არასოდეს გაიღება. ნურავის ექნება ილუზია, რომ იგივე მოთხოვნას საქართველოსაც არ წაუყენებენ. უფრო მეტიც, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონების გაუქმების მოთხოვნა სწორედ იმის უტყუარი დასტურია, რომ კანონის გაუქმების შემდეგ საქართველოსგანაც ისევე მოითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
ამ ფონზე, განსაკუთრებით მიუღებელი და უკვე სახიფათოც არის ხელისუფლების დაჟინებული რიტორიკა, რომ ისინი უზრუნველჰყოფენ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებას. ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას – აქვს კი ქართულ საზოგადოებას იმის სურვილი, რომ გახდეს იმ გაერთიანების წევრი, რომელშიც მთავარი მოთხოვნა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა, სუვერენიტეტის დათმობა და საქართველოს იდენტობის წაშლაა? ცხადია ჩვენ საზოგადოებას არანაირი სურვილი არ აქვს ამ ქაოსის, გარყვნილების, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ნაწილი გახდეს.“ – აღნიშნულია განცხადებაში.