პოლიტიკა

„ოცნების“ რყევა და შიდა დაპირისპირებები გრძელდება, ბოლო დაკავებებიც ამაზე მეტყველებს- ელენე ხოშტარია

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი ბიზნესმენ  გიორგი მიქაძის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ “ოცნების“ რყევა და შიდა დაპირისპირებები გრძელდება“

მისი თქმით, “ოცნება“ უნდა დაემხოს და ასევე, ნებისმისერმა მომავალმა პოლიტიკურმა მმართველობამ უნდა გამორიცხოს ქურდებთან გარიგებით ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება.

ოცნების“ რყევა და შიდა დაპირისპირებები გრძელდება, ბოლო დაკავებებიც ამაზე მეტყველებს.ოღონდ მთავარი უბედურება ისაა, თუ რამდენად გადახლართულია სისტემა ქურდულ სამყაროსთან, ქუჩა აბარია იმას, მერე ამას, ეს ამის ‘ბრატია’, ის იმის კლანი. მათ შორის ამიტომაც უნდა დაემხოს ოცნება და ასევე, ნებისმისერმა მომავალმა პოლიტიკურმა მმართველობამ უნდა გამორიცხოს ქურდებთან გარიგებით ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება. სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნებისმიერი ქურდის ადგილი არის ციხეში, ვის მხარესაც არ უნდა იჭერდეს,-წერს ხოშტარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა