პოლიტიკა

ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – “პირველების” ინფორმაციით, დამკვეთებს ხელი სავარაუდოდ, გელა უძილაურმა დაადო

პირველების” ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის საქმეში დევს მკვლელობაში ბრალდებული ქილერის, გელა უძილაურის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ, ხელი დამკვეთებს დაადო.

გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილს და მამუკა ბაღდავაძს,  “პირველების” ინფორმაციით, ბრალს დღეს საღამოს წარუდგენენ და სავარაუდოდ სასამართლო დღესვე იმსჯელებს მათ აღკვეთის ღონისძიებაზეც.

დაკავებულებს შორის არის ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრი, გიორგი მიქაძე, მის ძმაზე კი, დავით მიქაძეზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ორივეს ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედება ბრალად. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები მიქაძეები ექსპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან.

საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.

საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.

“პირველების” ინფრომაციით, ძმებ მიქაძეებს ჯერჯერობით ადვოკატი არ ჰყავთ.

რაც შეეხება გია ჯოხაძეს, მისი ადვოკატი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ ოფიციალურად ჯერ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ძებნა არ არის გამოცხადებული. 

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ჯოხაძის დაცვის წევრმა, გელა უძილაურმა მოკლა 14 გასროლით ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე.

რაც შეეხება უძილაურის აღიარებით ჩვენებას, რომელიც “პირველების” ინფორმაციით, ქილერმა სავარაუდოდ გამოძიებას მისცა, ლიკა ბითაძე არ გამორიცხავს, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს ხელი გიორგი ჯოხაძისთვის დაედო.

ასევე “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მამუკა ბაღდავაძე, რომელსაც გამოძება ცრუ ჩვენების მიცემას და დანაშაულის დაფარვას ედავება, ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბაღდავაძე პირველივე დღიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. 

უფლებადაცმველი “ტვ პირველს” უდასტურებს, რომ ბაღდავაძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გიორგი ჯოხაძესთან, ნაცნობობა აკავშირებდა მათ შორის ძმებ მიქაძეებთან, ასევე გელა უძილაურთან, თუმცა კატეგორიულად უარყოფს კიდევ ერთ დაკავებულ გიორგი კაჭკაჭიშვილთან რაიმე სახით კომუნიკაციას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა