სამართალი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს. 

როგორც წიქვაძე განმარტავს, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო და აშკარა გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე და მისი პოზიციის სისწორე, ისევე როგორც მეტად ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.

„სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულების შემდგომ, მსურს საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ გავაკეთო განმარტებები გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე. ამასთან, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ წერილი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. თუმცა, ჩემი მხრიდან ეს შეგნებულად გაკეთდა, რათა დეტალურად განმემარტა საქმის გარემოებები და აღნიშნული განმარტებები მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები ყოფილიყო ნებისმიერი მკითხველისთვის, მათ შორის იურიდიული თუ ეკონომიკური/ფინანსური განათლების არმქონე საზოგადოების წევრებისათვის.

ერთის მხრივ, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო და აშკარა გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მისი პოზიციის სისწორე, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.“ – წერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა