როგორც NBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, დონალდ ტრამპმა ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებთან ონლაინ კონფერენცია გამართა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა. ტელეარხის თანამოსაუბრეების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის მიზნით მიდის.
კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა იქნას მიღწეული. ტელეარხის წყაროების ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მეთაურს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით არც ისე ოპტიმისტურად არის განწყობილი.
Facebook Comments Box