პოლიტიკა

დონალდ ტრამპი – უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადავუხადე პატიმრების გათავისუფლებისთვის, განვიხილავთ კიდევ 1 300 პატიმრის გათავისუფლებას

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მან ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელარუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. სატელეფონო ზარის მიზანი იყო, რომ მადლობა გადამეხადა მისთვის 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებითი 1 300 პატიმრის გათავისუფლებას. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ალასკაში ვიზიტი. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას მომავალში“, – წერს ტრამპი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა