ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლების მშენებლობის გეგმა საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, გეგმა არ განახორციელოს.
„ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება ძირს უთხრის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ამ ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობა სამუდამოდ გაწყვეტს ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმს და დასავლეთ სანაპიროს შორის გეოგრაფიულ და ტერიტორიულ კავშირს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კალასის მტკიცებით, ისრაელის ცალმხრივი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას და ამცირებს მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას.
Facebook Comments Box