უცხოური მედია

დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში დასრულდა

ალას­კა­ში აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპსა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის ვიწ­რო ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სამი-სამ­ზე ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 სა­ა­თი გაგ­რძელ­და.

ტრამ­პთან ერ­თად შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მარ­კო რუ­ბიო და სპე­ცწარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სტივ უიტ­კო­ფი. პუ­ტი­ნის გვერ­დით კი იყ­ვნენ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი და პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წე იური უშა­კო­ვი.

მა­ნამ­დე ტრამ­პი და პუ­ტი­ნი ერ­თმა­ნეთს ან­კო­რი­ჯში მდე­ბა­რე ელ­მენ­დორფ-რი­ჩარდსო­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე შეხ­ვდნენ. თვითმფრი­ნა­ვე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ლი­დე­რებ­მა ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­არ­თვეს. აე­როდ­რო­მი­დან ტრამ­პი და პუ­ტი­ნი ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ემ­გზავრნენ.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ამ და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთს გას­ტა­ნა – პუ­ტი­ნი სა­უბ­რობ­და 8 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტრამ­პის სი­ტყვა 3 წუთი და 53 წამი გაგ­რძელ­და. პრე­ზი­დენ­ტებ­მა ილა­პა­რა­კეს პროგ­რეს­ზე, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბის სა­კი­თხე­ბი თუ დე­ტა­ლე­ბი არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ. პუ­ტი­ნის და ტრამ­პის გა­მოს­ვლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს არ მი­ე­ცათ კი­თხვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი სი­ტყვა და­ი­წყო ტრამ­პის­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­დით მიწ­ვე­ვის­თვის. მან ხაზი გა­უს­ვა, რომ რუ­სე­თი და აშშ მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, რომ ალას­კა – რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია და ასე­ვე არ­სე­ბობს რე­ლი­გი­უ­რი კავ­ში­რე­ბი. მან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი უწო­და ტრამ­პთან მო­ლა­პა­რა­კე­ბას და გა­იხ­სე­ნა თა­ვი­სი გა­ჩე­რე­ბა მა­გა­დან­ში, სა­დაც მან მო­ი­ნა­ხუ­ლა მე­მო­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში აშშ-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ეძღვნე­ბა. თქვა, რომ ოთხი წელი სა­მი­ტე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რაც მძი­მე პე­რი­ო­დი იყო ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, და სი­ხა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა დი­ა­ლო­გის დრო დად­გა.

“ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გულ­წრფე­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამის დას­რუ­ლე­ბა­ში. ამავდრო­უ­ლად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, შე­თან­ხმე­ბა მყა­რი და ხან­გრძლი­ვი რომ იყოს, სა­ჭი­როა ამ კონ­ფლიქ­ტის ყვე­ლა ძი­რე­უ­ლი მი­ზე­ზის, ძი­რე­უ­ლი მიზ­ნის აღ­მო­ფხვრა და ეს რამ­დენ­ჯერ­მე ვთქვით. სა­ჭი­როა რუ­სე­თის ყვე­ლა ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და ევ­რო­პა­სა და მთლი­ა­ნად მსოფ­ლი­ო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნა.

პრე­ზი­დენტ ტრამპს ვე­თან­ხმე­ბი, რო­გორც დღეს თქვა, რომ ბუ­ნებ­რი­ვია უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს. ბუ­ნებ­რი­ვია, მზად ვართ ამა­ზე ვი­მუ­შა­ოთ. იმე­დი მაქვს, რომ შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც ერ­თად მი­ვაღ­წი­ეთ, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და გზას გაგ­ვი­კა­ფავს უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბის­კენ. მო­ვე­ლით, რომ კი­ე­ვი და ევ­რო­პუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქე­ბი ამა­ზე კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად იმუ­შა­ვე­ბენ და ამას არ და­ა­ზი­ა­ნე­ბენ”, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს უკ­რა­ი­ნას­თან კონ­ფლიქ­ტი არ მოხ­დე­ბო­და იმ დროს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი რომ ყო­ფი­ლი­ყო.

“მახ­სოვს, 2022 წელს ბოლო კონ­ტაქ­ტე­ბის დროს მა­შინ­დელ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, რო­გორ ვცდი­ლობ­დი და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა მა­შინ­დე­ლი ჩემი კო­ლე­გა [ჯო ბა­ი­დე­ნი], რომ არ იყო სა­ჭი­რო სი­ტუ­ა­ცი­ის იქამ­დე მიყ­ვა­ნა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბო­და სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყო­ლო­და სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­ხით. მა­შინ პირ­და­პირ ვთქვი, რომ ეს იყო დიდი შეც­დო­მა.

ჩვენ გვეს­მის, პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი ამ­ბობს “მე რომ პრე­ზი­დენ­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ომი არ იქ­ნე­ბო­და”. ვფიქ­რობ, ეს მარ­თლაც ასეა”, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ტრამ­პთან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი აქვს და აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა იყო გან­ხილ­ვის ცენ­ტრში. ტრამ­პის სურ­ვილს, მი­აღ­წი­ოს სა­კი­თხის არსს, მან “უსა­ზღვროდ ფა­სე­უ­ლი“ უწო­და.

“ჩვენ ყო­ველ­თვის მი­ვიჩ­ნევ­დით უკ­რა­ი­ნე­ლებს ძმურ ხალ­ხად, რო­გო­რი უც­ნა­უ­რიც არ უნდა ჟღერ­დეს ეს მო­ცე­მულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში,“ – თქვა აგ­რე­სორ­მა.

ამას­თა­ნა­ვე, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პუ­ტინ­მა ტრამპს შეს­თა­ვა­ზა, მო­რი­გი შეხ­ვედ­რა მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თოს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­პა­სუ­ხო სი­ტყვა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ზოგ სა­კი­თხზე მას და პუ­ტინს შო­რის შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია, ზოგ­ზე კი – არა. თქვა, რომ თუ შე­თან­ხმე­ბა არ იქ­ნე­ბა, არც გა­რი­გე­ბა იქ­ნე­ბა. ასე­ვე დაჰ­პირ­და, რომ და­უ­რე­კავს ნა­ტოს პარტნი­ო­რებს და ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის.

“მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო. ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და ჩემი რწმე­ნით, ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი შეხ­ვედ­რა გვქონ­და. ბევრ სა­კი­თხზე შევ­თან­ხმდით, ვი­ტყო­დი, რომ უმე­ტე­სო­ბა­ზე. ზო­გი­ერთ დიდ სა­კი­თხზე ბო­ლომ­დე ვერ შევ­თან­ხმდით, მაგ­რამ წინ წა­ვი­წი­ეთ. შე­თან­ხმე­ბა არ არის, სა­ნამ შე­თან­ხმე­ბა არ იქ­ნე­ბა. ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ვუ­რე­კავ ცოტა ხან­ში. სხვა­დას­ხვა ხალ­ხს და­ვუ­რე­კავ, ვინც მგო­ნია, რომ სა­თა­ნა­დოა. რა თქმა უნდა, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის და­ვუ­რე­კავ და დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ვე­ტყვი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­თან­ხმდე­ბი­ან თუ არა იმას, რაც მარ­კომ [რუ­ბიო] და სტივ­მა [უიტ­კო­ფი] მო­ი­ფიქ­რეს… ძა­ლი­ან ვე­ლით შე­თან­ხმე­ბას. ნამ­დვი­ლად დიდ პროგ­რესს მი­ვაღ­წი­ეთ დღეს”, – გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

ტრამპმა თქვა, რომ არ­სე­ბობს უზარ­მა­ზა­რი ბიზ­ნეს პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და იმე­დი გა­მოთ­ქვა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის.

ალას­კის სა­მიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრამ­პის მიერ სა­ჯა­როდ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი მო­ი­ცავ­და უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და პუ­ტი­ნის და­თან­ხმე­ბას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რა­ზე ომის დას­რუ­ლე­ბის გზებ­ზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად.

ორი ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ებ­მა ალას­კა და­გეგ­მილ დრო­ზე ადრე და­ტო­ვეს.

გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­დილ­ზე, რომ­ლე­ბიც “სამ-სამ­ზე“ ფორ­მა­ტის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, არ შედ­გა.

«There’s no deal until there’s a deal» – “ვიდ­რე შე­თან­ხმე­ბა არ არის, გა­რი­გე­ბა ვერ შედ­გე­ბა“, – ასე გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ მოკ­ლე გა­მოს­ვლა­ში.

ეს არა­პირ­და­პი­რი აღი­ა­რე­ბაა იმი­სა, რომ სამ­სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი არ არის, არც ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე და არც რა­ი­მე სხვა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე.




Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა