Washington Post:
„ამ ისტორიულმა ვიზიტმა რუსეთის ლიდერი გაამხნევა, მაგრამ არ გამოიწვია უკრაინაში მშვიდობა, რომლისკენაც ტრამპი ისწრაფვოდა. თუმცა, თავად სამიტის ჩატარების ფაქტი პუტინისთვის საჩუქარი იყო“.
გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტებმა სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვეს, არ წარმოადგინეს რაიმე კონკრეტული დეტალი მიღწეული პროგრესის შესახებ და არც პრესის შეკითხვებს უპასუხეს, რაც ტრამპისთვის არ არის დამახასიათებელი.
NBC:
„პუტინმა, როგორც ჩანს, სამიტი რამდენიმე გამარჯვებით დაასრულა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ“.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ ცალსახა დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, მაგრამ პუტინმა „როგორც ჩანს, მეტი დრო მოიგო“, მიუხედავად ტრამპის ულტიმატუმისა, რომ მშვიდობიანი შეთანხმება უნდა მიღწეულიყო.
Fox News:
„როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე შეუფერხებლად წარიმართა. ისე ჩანდა, რომ პუტინი ჩამოვიდა, იმპულსი მოიპოვა, მაშინვე თქვა ის, რისი თქმაც სურდა, ამერიკის პრეზიდენტთან სურათი გადაიღო და წავიდა“.
Sky News:
„ტრამპი მოლაპარაკებებიდან ვლადიმერ პუტინმა დამცირებული დატოვა“.
CNN:
„არც ერთ პრეზიდენტს ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია. ეს მათი მოლაპარაკებების შინაარსს, რომელიც ორივე თანამოსაუბარმა დადებითად დაახასიათა, უცნობად ტოვებს“.
New York Times:
„პრეზიდენტებმა ალიასკაზე სამიტი პარასკევს დაასრულეს, ყოველგვარი შეთანხმების მიღწევის გარეშე, მით უმეტეს იმ საკითხზე, რომელიც, ტრამპის თქმით, მის დღის წესრიგში მთავარი იყო — უკრაინაში ომის დასრულება“.
შეხვედრის შესახებ მედიასაშუალებები მთლიანობაში თანხმდებიან, რომ „ისტორიული მასშტაბის“ სამიტს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია და მეტწილად რუსეთის პრეზიდენტს გამოადგა.