„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგ-პროპაგანდისტთა განცხადებებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ნიკოლეიშვილის თქმით, ნოდია, დარჩიაშვილი და გოცირიძე სწორედ ის ხალხია, რომელიც ნატრობდა და ახლაც ნატრობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას.
„რას გადაწყვეტს ზელენსკი, უფრო სწორედ კი მისი ევროპელი ბატონები და „დიფ სთეითი,“ დათნხმდებიან თუ არა ომის დასრულებას ჯერ-ჯერობით უცნობია. ბევრ მიზეზთა გამო შესაძლოა ომი ისევ გაგრძელდეს, გაგრძელდეს კაცის კვლა, სისხლის ღვრა, ქალაქების ნგრევა და უბედურება, მაგრამ სამაგიეროდ გაიზრდება ომის მომხრე, კაცთმოზულეთა ანგარიშები და ფინანსები. ასეთი სცენარის განვითარების სურვილს, საქართველოში მყოფი უსამშობლოები როგორ ჩამორჩებოდნენ, შესაბამისად წავიდა მათი ღვარძლიანი ნიაღვარი პრეზიდენტ ტრამპის მიმართულებით, აქაოდა, როგორ ბედავს ამერიკის პრეზიდენტი მშვიდობაზე საუბარს, როცა რუსებთან ბრძოლა თურმე ბოლო უკრაინელამდე შეიძლებაო. ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასაც ნატრულობდნენ და ახლაც ნატრულობენ, ოღონდ არა საკუთარი ოჯახის წევრების მონაწილეობით, ასეთ შემთხვევაში ქართველები, საქართველო კი მათ არ ენაღვლებათ. ჩემი ნება, რომ იყოს ამ კატეგორიის „ხალხს“ უკრაინის ფრონტზე, წინა ხაზზე გავყრიდი, მანამდე კი რომელიმე ქართულ სამხედრო პოლიგონზე დღედაღამე სანგრებს ვათხრევინებდი პატარა ბავშვის სათამაშო ნიჩბებით, არ მგონია ჭკუაზე მოსულიყვნენ, თუმცა კარგი პრეცენდენტი იქნებოდა მათნაირად „მოაზროვნებისათვის,“ რახან სხვის მსხვერპლეშეწირვაზე და დასფლავებაზე ფიქრობენ, მანამდე მიწაზე მუშაობაც, სანგრების თხრით ისწავლონ“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.