თურმე ომი არ უნდა დასრულდეს, მერე რა რომ დაღუპულია ასიათასობით უკრაინელი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა და ა.შ. სისხლი სწყურიათ, მსუყე დაფინანსებას ვერ ელევიან რადგან იციან, სადამდეც შეასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებას, მანამდე იქნება ფული მათ ანგარიშებზე,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტ – იდეოლოგთა: გია ნოდიას, რომან გოცირიძისა და დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით.
ფოჩხუა სვამს კითხვას, თუ დარჩა ისეთი ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ ლიბერ-აგენტურის ბაბლში არ არიან პატარა ჭანჭიკები „დიფ სთეითის“ ხელში, რომლებიც საქართველოს ომში ითრევდნენ.
„მთელი მსოფლიოს მშვიდობის და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მომხრე ხალხი გულის ფანცქალით ელოდებოდა პუტინის და ტრამპის შეხვედრას, იმედის ნაპერწკალიც გაჩნდა ომის დასრულების და ამ დროს რა ხდება აქ, ჩვენთან ლიბერ-აგენტურის ბაბლში, თურმე ომი არ უნდა დასრულდეს, მერე რა რომ დაღუპულია ასიათასობით უკრაინელი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა და ა.შ. სისხლი სწყურიათ, მსუყე დაფინანსებას ვერ ელევიან რადგან იციან, სადამდეც შეასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებას, მანამდე იქნება ფული მათ ანგარიშებზე. ნეტავ თუ დარჩა ვინმე, ვისაც სჯერა, რომ ეს ხალხი არ იყო ის პატარა ჭანჭიკი “დიფ სთეითის” ხელში, ვინც ომში გვითრევდა“,- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.