უცხოური მედია

„ფოქს ნიუსი“ აქვეყნებს წერილს, რომელიც მელანია ტრამპმა ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა

ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ აქვეყნებს წერილს, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვალდიმირ პუტინს გაუგზავნა.

მელანია ტრამპის წერილი აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ანკორიჯში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.

წერილში მელანია ტრამპი მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ბავშვების დაცვისკენ. როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, პუტინმა წერილი დაუყოვნებლივ, ამერიკული დელეგაციისთანდასწრებით წაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ წერილში არ არის ნახსენები უკრაინა ან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება. წერილის ტექსტში პირველი ლედი აღნიშნავს, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად წარმომავლობის ქვეყნისა ან სოციალური სტატუსისა, ერთნაირი ოცნებები აქვს – სიყვარულზე, შესაძლებლობებზე და საფრთხისგან დაცულობაზე.

„როგორც მშობლების, ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მომავალი თაობის იმედს. როგორც ლიდერების, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს შვილებს, რაც სცდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს. უდავოდ, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, ღირსებით სავსე სამყარო შევქმნათ ყველასთვის, რათა ყველა ადამიანმა მშვიდად გაიღვიძოს და მომავალი საიმედოდ იყოს დაცული. ეს მარტივი, მაგრამ ღრმა იდეაა, ბატონო პუტინ, რაშიც, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით: თითოეული თაობის შთამომავლები იწყებენ ცხოვრებას სისუფთავით – უმანკოებით, რომელიც აღემატება გეოგრაფიას, მმართველობას ან იდეოლოგიას. და მაინც, დღევანდელ მსოფლიოში ზოგიერთი ბავშვი იძულებულია, თავის თავში ატაროს ჩუმი სიცილი, რომელსაც გარშემო არსებული სიბნელე არ შეხებია – ჩუმი წინააღმდეგობა იმ ძალების მიმართ, რომლებიც მათ მომავალს ემუქრებიან. ბატონო პუტინ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნოთ მათ მელოდიური სიცილი. ამ ბავშვების უმანკოების დაცვით, თქვენ უფრო მეტს გააკეთებთ, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მსახურებაა – თქვენ მთელ კაცობრიობას მოემსახურებით. ასეთი თამამი იდეა ყოველგვარ ადამიანურ დაყოფას სცდება და სწორედ თქვენ, ბატონო პუტინ, შეგიძლიათ ამ ხედვის რეალობად ქცევა დღესვე ერთი ხელმოწერით. დრო დადგა“, – ნათქვამია წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა