უცხოური მედია

ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ გენდერთან დაკავშირებული, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა

JPG resized with https://ezgif.com/resize

დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ, ვიქტორია მაკკლაუდმა გენდერთან დაკავშირებული, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაკკლაუდს დიდი ბრიტანეთის პირველი ღიად არაბინარული ადვოკატი და დიდი ბრიტანეთის პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადვოკატი წარმოადგენენ.

აპრილში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტერმინები „ქალი“ და „სქესი“ თანასწორობის აქტში ბიოლოგიურ სქესს გულისხმობს და არა შეძენილ გენდერს.

ვიქტორია მაკკლაუდის ადვოკატებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ის საქმის ხელახლა განხილვას ითხოვს იმ მოტივით, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია მე-6 მუხლით მინიჭებული უფლება სამართლიან განხილვაზე, ვინაიდან, უარი თქვა, მოესმინა მისი და სხვა ტრანსგენდერი პირების ან ჯგუფების არგუმენტები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა