უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენი იყო კორუმპირებული პრეზიდენტი, ის არასდსროს ყოფილა ჭკვიანი, თუ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი, ომი არასდროს მოხდებოდა და ზელენსკიც ბედნიერი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, უკრაინელი ხალხი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმ ჯოჯოხეთს არ გაივლიდნენ, რაც გაიარეს. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ზელენსკისთან ერთად, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკისა და ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ აშშ-მა უკრაინას უკვე მისცა ასობით მილიარდი დოლარი და კიდევ რამდენის მიცემისთვის არის მზად აშშ და რამდენი სჭირდება უკრაინას.

„დავიწყებ იმით, რომ ჩვენ არ ვაძლევთ არაფერს. ჩვენ ვყიდით მათზე იარაღს. ვფიქრობ, რომ რაოდენობა შეადგენს 300 მილიარდ დოლარს. ეს იყო კორუფციონერი პოლიტიკოსის, ჯო ბაიდენის დროს. ის არასდროს ყოფილა ჭკვიანი კაცი. სხვათა შორის, 40 წლის წინაც არ იყო ჭკვიანი კაცი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ცუდია. ეს კორუმპირებული ადმინისტრაციის მიერ იყო გაკეთებული, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში. პირდაპირ რომ ვთქვა, თუ არჩევნების სწორი შედეგები იქნებოდა, თუ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. და ის (ზელენსკი) ძალიან ბედნიერი იქნებოდა, რადგან მათ ჯოჯოხეთი გაიარეს. მან ჯოჯოხეთი გაიარა. ეს ომი არასდროს მოხდებოდა და ის ხალხი, რომელიც მოკლეს, რამდენიმე მილიონი ადამიანი, ბევრი ხალხი, ჯარისკაცები და ის ხალხი, რომელიც გადაადგილდა, იძულებული გახდა, სხვა რაიონებში, სხვა ქვეყნებში წასულიყო მომხდარის გამო, არაფერი მოხდებოდა. უბრალოდ ვამბობ, ის საშინელი პრეზიდენტი იყო. კორუმპირებული პრეზიდენტი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვას პასუხი გასცა ზელენსკიმაც. მისი თქმით, ახლა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ იარაღი იყიდონ.

„მადლიერნი ვართ ევროპის. ისინი იხდიან ამისთვის და ნატო-ს პროგრამის მეშვეობით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა